საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №257

საქართველოს მთავრობის დადგენილება №257
24 ნოემბერი, 2007

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N39 დადგენილებით დამტკიცებულ საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებაში (სსმ, 2004 წელი, N54, III ნაწილი, მუხლი 462) შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვისუფ­ლებს:

ვ.ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუს­ხით გათვალისწინებულ ყვე-ლა საჯარო მოსამსახურეს;

ვ.ბ) შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგა­ნოების უფროსებს;

ვ.გ) სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქ­ვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა მოადგილეებს, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მოად­გი­ლეებს (ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების სტრუ­ქ­ტურული ქვედანაყოფების, შემოსავლების სამსახურის ცენ­ტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების მოად-გილეებისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილის გარდა, თუ კანო-ნმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული);

ვ.დ) შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტა­მენტის მთავარი სამმართვე-ლოების უფროსებს;".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე