საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №256

საქართველოს მთავრობის დადგენილება №256
21 ნოემბერი, 2007

საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანო­ნის მე-5 მუხლის ,,მ" ქვეპუნქტის, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და ,,სახელ­მწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. განისაზღვროს 2008-2013 წლებისთვის საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის და­ზ­ღვევის მიზნით გადა­საცემი სადაზღვევო ვაუჩერის თან­დართული პირობები.

2. საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლების მიერ ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ორგა­ნი­ზაციისათვის გადასახდელი ერთი ყოველთვიური სადაზ­ღვე­ვო შესატანი (პრემია) 2008 წლისათვის განისაზღვროს 10 ლარით.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტრომ უზრუნველყოს საქართველოს საჯარო სკოლების მას­წავ­ლებლებისათვის ჯანმრთელობის დასაზღვევად გადა­საცემი სადაზღვევო ვაუჩერის ფორმის ინდივიდუალური ადმინისტრა­ციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება.

4. 2008 წლისათვის საქართველოს განათლებისა და მეც­ნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) სადაზღვევო ვაუჩერების დასაბეჭდად, სატელევიზიო კლიპის დასამზადებლად და გასაშვებად სახელმწიფო შეს­ყიდვების განხორციელება ერთ პირთან მოლაპარაკების წესით;
ბ) სადაზღვევო ვაუჩერების დარიგება არა უგვიანეს 15 დეკემბრისა.

5. ამ დადგენილების მე-4 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის შესრულებისათვის ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯე­ტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინე­ბული სა­ქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოეყოს თანხა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი.

6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტრომ და ფინანსთა სამინის-ტრომ ამ დადგე­ნილებით განსა­ზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის ხარჯები გაითვალის-წინონ საქართველოს 2008 და შემდგომი წლების სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტებში.

7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე


დამკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2007 წლის 21 ნოემბრის
N256 დადგენილებით

2008-2013 წლებისთვის საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობები


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს დოკუმენტი განსაზღვრავს საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის განხორციელების წესებს, სადაზღვევო ვაუჩერის ღირებუ­ლებას, მი­სი გამოყენების, გადაცემისა და განაღდების საკით­ხებს, ადგენს სადაზღვევო ვაუჩერის მიმოქცევასთან დაკავ­შირებული ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალე­ობებს, არეგულირებს სადაზღვევო ვაუჩერის მიმოქ­ცევასა და სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. დადგენი­ლება არ ვრცელდება სხვა სახის ვაუჩერებზე.


მუხლი 2. სადაზღვევო ვაუჩერი

1. სადაზღვევო ვაუჩერი არის საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის გადაცემული მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია ჯანმრთე­ლობის დაზღვევის დასაფინანსებლად.

2. სადაზღვევო ვაუჩერი გაიცემა საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებზე, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნისტროს (შემდგომში - სამინისტრო) შესაბამის მონაცემთა ბაზაში.

3. სადაზღვევო ვაუჩერის წარდგენა სადაზღვევო ორგა­ნიზაციაში უთანაბრდება საქართველოს სამოქალაქო კოდექ­სით გათვალისწინებულ სადაზღვევო შესატანის (პრემიის) ვაუჩერზე მითითებული შესაბამისი ნაწილის გადახდას (100%, 66,6% ან 33,3%).

4. სადაზღვევო ვაუჩერების ბეჭდვასა და დარიგებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს სადაზღვევო პერიოდის წინა კალენდარული წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში, არა უგვიანეს სადაზღვევო პერიოდის წინა კალენდარული წლის 1 დეკემბრისა.


მუხლი 3. სადაზღვევო ვაუჩერით დაფინანსებული სამედი­ცინო დაზღვევის პირობები

1. სადაზღვევო ვაუჩერით, აგრეთვე სადაზღვევო ვაუ­ჩერითა და დამზღვევის მიერ გადახდილი სადაზღვევო შესა­ტანით (პრემიით) სამედიცინო დაზღვევის პირობები ითვა-ლის­წინებს იმ ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, რომელსაც დაფარავს მზღვეველი:

ა) ამბულატორიული მომსახურების ხარჯების ანაზღაუ­რება, რომელიც არ იფარება პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით:
ა.ა) გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება;
ა.ბ) ოჯახის ექიმის, ექთნის, ექიმი-სპეციალისტების კონ­სულტაცია და სხვა სახის სამედიცინო მომსახურება ბინაზე, სამედიცინო მომსახურების ჩათვლით, საჭიროების შემ­თხვე­ვაში;
ა.გ) ექიმის დანიშნულებით ექოსკოპიური და რენტგენო­ლოგიური გამოკვლევები, გეგმურ ჰოსპიტალიზაციას­თან და­კავ­შირებული ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკ­ვლე­ვები;
ბ) სტაციონარული მომსახურების ხარჯების ანაზღაუ­რება;
ბ.ა) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, მ.შ. გარ­თულებულ ორსულობასთან დაკავშირებული ჰოსპიტა­ლიზაცია;
ბ.ბ) გეგმური ქირურგიული ოპერაციები, სადაზღვევო ლიმიტი ერთ დამზღვევზე წლიური 12 000 ლარი;
ბ.გ) თანაგადახდის ხარჯები, რომელიც არ იფარება სტა­ცი­ონარული მომსახურების სახელმწიფო პროგრამებით;
ბ.დ) ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის ხარჯები; სადაზღვევო ლიმიტი 12 000 ლარი;
გ) მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები - სადაზღ­ვევო ლიმიტი ერთ დამზღვე-ვზე 400 ლარი.

2. სამედიცინო დაზღვევის პირობების შესაბამისად სა­დაზ­ღვევო ვაუჩერით, აგრეთვე სადაზღვევო ვაუჩერითა და დამზღვევის მიერ გადახდილი სადაზღვევო შესატანით (პრე­მიით) არ ანაზღაურდება ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები:

ა) ამ დადგენილების ძალაში შესვლის დროისთვის მოქმედი სხვა სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამებით (მათ შორის მუნიციპალური) დაფარული ხარჯები და მომსახუ­რე­ბები;
ბ) თერაპიული პროფილის გეგმური ჰოსპიტალური მომსა­ხურება;
გ) სამედიცინო ჩვენების გარეშე, ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;
დ) საზღვარგარეთ ჩატარებული სამედიცინო მომსახურე­ბის ხარჯები;
ე) სანატორიულ-კურორტული მკურნალობა;
ვ) ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარე­ბული მკურნალობა;
ზ) სექსუალური დარღვევების, უშვილობის მკურნალობის ხარჯები;
თ) შიდსის, ქრონიკული ჰეპატიტის მკურნალობის ხარ­ჯები;
ი) თუ სამედიცინო მომსახურების საჭიროება დადგა თვით­დაშავების, ტერორისტულ აქტებში, კრიმინალურ აქტებში მონაწილეობის ან ნარკოტიკული ზემოქმედების შედეგად;
კ) ტრანსპლანტაციის, აგრეთვე ეგზოპროთეზირების ხარ­ჯები.


მუხლი 4. სადაზღვევო ურთიერთობის სუბიექტები

1. სადაზღვევო ურთიერთობის სუბიექტები არიან:

ა) დამზღვევი - საქართველოს საჯარო სკოლის მას­წავ­ლებელი, რომელიც რეგისტრირებულია საქარ­თველოს განათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონა­ცემთა ბაზაში;
ბ) მზღვეველი - საქართველოს კანონმდებლობის შესა­ბამისად ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია, რომე­ლიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტროს წერილობით დაუდასტურებს, რომ ეთანხმება სადაზღ­ვევო ვაუჩერის წინამდებარე აქტით განსაზღვრულ პირობებს და აქვს არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში.

2. სადაზღვევო პოლისი არის სადაზღვევო ხელშეკრუ­ლებისა და სადაზღვევო სერტიფიკატის ერთობლიობა. სადა­ზღ­ვევო ხელშეკრულება ფორმდება მზღვეველსა და დამზღ­ვევს შორის. სადაზღვევო სერტიფიკატი გაიცემა თითოეული დამზღვევისათვის ინდივიდუალურად.


მუხლი 5. სადაზღვევო ორგანიზაციისთვის მიკუთვნების წესი

1. სადაზღვევო ვაუჩერის მფლობელს სასურველი სადა­ზღ­ვევო ორგანიზაციის შესარჩევად აქვს თავისუფალი არჩევა­ნის გაკეთების შესაძლებლობა განსაზღვრული დროის განმავლობაში.

2. დამზღვევის მიერ ნებაყოფლობით სადაზღვევო ორგა­ნი­ზაციების შერჩევისა და სადაზღვევო ხელშეკრულე­ბების გა­ფორ­მების ვადად განისაზღვროს სადაზღვევო პერი-ოდის წინა კალენდარული წლის 1 ნოემბრიდან - 31 დეკემბრამდე პერიოდი.

3. თავისუფალი არჩევანისათვის პერიოდში დამზღვევი სადაზღვევო ორგანიზა-ციასთან აფორმებს სადაზღვევო ხელშეკრუ­ლებას.

4. თავისუფალი არჩევანის პერიო­დის გასვლის შემდეგ დამზღვევების მზღვეველებს შორის გადანაწილებას ახორ­ციელებს სამინისტრო. გადანაწილება ხდება იგივე პროპორ­ციით, რა პროპორციითაც გადანაწილდა სადაზღვევო ორგა­ნიზაციებს შორის დამზღვევები თავისუფალი არჩევანი­სათვის დაწესებულ პერიოდში. გადანა­წილება ხდება შემ­თხვევითი შერჩევის საფუძველზე.

5. შემთხვევითი გადანაწილებისას დამზღვევის მიერ სა­და­ზღვევო ხელშეკრულება გაფორმებულად ითვლება სამი­ნისტროს მიერ დამზღვევების გადანაწილების შედეგების სადაზღვევო ორგანიზაციებისათვის გადაცემის მომენტიდან.

6. შემთხვევითი გადანაწილებისას სადაზღვევო ორგანი­ზა­ცია ვალდებულია სადაზღვევო ხელშეკრულება გაუგზავნოს დამზღვევს სამინისტროდან შემთხვევითი გადანაწი-ლების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს 15 დღის ვა­დაში.

7. დამზღვევს უფლება აქვს უარი განაცხადოს დაზ­ღვევაზე.

8. დამზღვევს უფლება აქვს შეცვალოს სადაზღვევო ორგანიზაცია მხოლოდ ამ პირობების მე-7 მუხლით განსა­ზღვრული სადაზღვევო პერიოდის გასვლის შემდეგ.


მუხლი 6. სადაზღვევო ვაუჩერის განაღდება, სადაზღვევო შესატანის (პრემიის) ოდენობა და გადახდის წესი

1. სადაზღვევო ვაუჩერის განაღდებას ახდენს სამინისტრო სადაზღვევო პერიოდის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუ­ჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

2. სადაზღვევო ორგანიზაცია სადაზღვევო ვაუჩერის გასა­ნაღდებლად სამინისტროს მიერ მითითებულ ვადაში და ფორ­მით წარუდგენს მას დამზღვევების შესახებ მონაცემებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს მოთხოვნით, ასევე სადაზღვევო ვაუჩერის ორიგინალს.

3. დამზღვევის მიერ ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასახდელი ერთი ყოველთვიური სადაზღვევო შესატანი (პრემია) განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დად­გენილებით და მას სრულად ფარავს ერთწლიანი სადაზღვევო ვაუჩერის ყოველთვიური სრული (100%-იანი) ოდენობა.

4. სადაზღვევო ვაუჩერი ფარავს ყოველთვიური სადაზღ­ვევო შესატანის (პრემიის):

ა) 100%-ს - 2008-2009 წლებში;
ბ) 66,6%-ს - 2010-2011 წლებში;
გ) 33,3%-ს - 2012-2013 წლებში.

5. სამინისტრო მზღვეველის სასარგებლოდ ვაუჩერებს ანაღ­დებს ყოველთვიურად. ყოველი თვის შესაბამის თანხას სამინისტრო სადაზღვევო ორგანიზაციას გადაურიც­ხავს არა უგვიანეს ამ თვის მომდევნო თვის 15 რიცხ­ვისა.

6. 2010-2013 წლებში დამზღვევს უფლება აქვს ისარგებ­ლოს ამ დოკუმენტით განსაზღვრული სადაზღვევო პირო­ბებით, თუ შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში გადაიხდის ყო­ველ­თვიური სადაზღვევო შესატანის (პრემიის):

ა) 33,3%-ს - 2010-2011 წლებში;
ბ) 66,6%-ს - 2012-2013 წლებში.

7. 2010-2013 წლებში დამზღვევების მიერ ყოველთვიური სადაზღვევო შესატანის შესაბამისი ნაწილის გადახდის პირობები განისაზღვრება მზღვეველსა და დამზღვევს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

8. 2010-2013 წლებში სამინისტრო გაანაღდებს მხოლოდ იმ დამზღვევების ვაუჩერებს, რომლებიც გადაიხდიან ყოველ­თვიური სადაზღ­ვევო შესატანის შესაბამის დარჩენილ ნაწილს.


მუხლი 7. სადაზღვევო პერიოდი

ნებაყოფლობითი ან შემთხვევითი გადანაწილების გზით გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულების სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრება ერთი კალენდარული წლით და დაზღვევის დაწყების დროა - 31 დეკემბრის 24.00 საათი, ხოლო დასრულების დრო - მომდევნო წლის 31 დეკემბრის 24.00 საათი.


მუხლი 8. სადაზღვევო ორგანიზაციების ვალდებულებები

1. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველ­ყოს დამზღვევების დაზღვევაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ამასთან დაუშვებელია:

ა) რაიმე მიზეზით დამზღვევისათვის დაზ­ღვევაზე უარის თქმა;
ბ) დამზღვევისათვის რაიმე მიზეზით დაზღვევის ხელ­შეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმა;
გ) სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში რომელიმე დამ­ზღვევისათვის სადაზღვევო ხელშეკრულების გაუქმება, ან აღებულ ვალდებულებებზე უარის თქმა;
დ) რაიმე სახის დამატებითი სადაზღვევო შესატანის, ან სხვა გადასახადის დაწესება სადაზღვევო ორგანიზაციის ან მისი წარმომადგენლის მიერ ხელშეკ­რულების გაფორმების, გაგრძელების ან სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში.

2. მზღვეველს არა აქვს უფლება დამზღვევს შესთა­ვაზოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ სადაზღვევო პირო­ბებზე უარესი პირობები.

3. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნ­ველყოს დამზღვევების სამედიცინო მომსახურებაზე ხელმი­საწვ­დომობა, ამასთან:

ა) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების კონტრაქ­ტირებისას მზღვეველმა უნდა უზრუნველყოს ამ დადგე­ნილებით განსაზღვრული გეოგრაფიული ხელმისაწვდო-მობის კრიტერიუმების დაცვა, კერძოდ, ამბულატორიული მომსახურე­ბისათვის საცხოვრებელ ადგილთან არა უმეტეს 20 წუთისა საზოგადოებრივი ტრანს­პორტით;
ბ) არ უნდა არსებობდეს რაიმე ბარიერები და შეზღუდ­ვები სამედიცინო მომსახურების მომწოდებლის არჩევაში დამზ­ღვევის მიერ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიღების საჭიროების შემთხვევაში;
გ) გეგმური მომსახურების მიღებისას მოლოდინის პერიო­დი არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს;
დ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთან გაფორმე­ბული ხელშეკრულება არ უნდა მოიცავდეს ისეთ პირობებს, რომელიც დამზღვევებისთვის შექმნის ბარიერებს დაზღვევით გათვალისწინებული დროული და ხარისხიანი მომსახურების მიღებისათვის;
ე) სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია აანაზღაუროს ზარალი იმ შემთხვევაშიც, როცა მოლოდინის პერიოდის გან­მავ­ლობაში რაიმე მიზეზით შეწყდა სადაზღვევო ხელშეკ­რულება.

4. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველ­ყოს თითოეულ დამზღვევთან ხელშეკრულების გაფორმება და მისთვის სადაზღვევო სერტიფიკატის გაცემა.

5. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველ­ყოს დამზღვევების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

6. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია შექმნას დამზ­ღვევების საჩივრებისა და პრეტენზიების განხილვის შიდა პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს დამზღვევის უფლე­ბას შეუფერხებლად
დაუკავშირდეს ან შეხვდეს კომპანიის წარმომადგენელს სადაზღვევო, ან სამედიცინო მომსახურებაში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით.

7. თუ რომელიმე სადაზღვევო ორგანიზაცია რაიმე მიზე­ზის გამო ვერ ასრულებს დადგენილ წესებს ან ვალდებუ­ლებებს დამზღვევების მიმართ, და არსებობს ამის შესახებ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება, მაშინ დამ­ზღვევები გადანაწილდებიან იგივე პროპორციით, რა პროპორ­­ციითაც არიან გადანაწილებული დანარჩენი დამზღვევები სხვა სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის.


მუხლი 9. სადაზღვევო ორგანიზაციების ანგარიშგება სახელმწიფოს წინაშე

1. სადაზღვევო ორგანიზაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამინისტროს მიერ მითითე­ბული პერიოდულობით და ფორმით წარადგენს ანგარიშ­გებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

2. ინფორმაციის მიწოდებისას და ფორმატის განსაზღვ­რისას დაცული უნდა იყოს დამზღვევების ჯანმრთელო­ბასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.


მუხლი 10. გარდამავალი დებულებები

2008 წლისათვის დამზღვევის მიერ ნებაყოფლობით სადაზღვევო ორგანი­ზა­ცი­ების შერჩევისა და სადაზღვევო ხელშეკრულებების გაფორმების ვადად განისაზღვროს 2007 წლის 17 დეკემბრიდან

2008 წლის 21 იანვრამდე პერიოდი.