საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №255

საქართველოს მთავრობის დადგენილება №255
21 ნოემბერი, 2007

მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხ­ლის შესაბამისად მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგებისა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (დ. ჩანტლაძე) უზრუნველყოს 920 000 (ცხრაას ოცი ათასი) ცალი სათბობი შეშის ვაუჩერის დამზადება.

2. თითოეული ვაუჩერის ნომინალი განისაზღვროს 5 მ3 -ით.

3. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულე­ბის მიხედვით (ქალა-ქების თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუ­მისა და ფოთის გარდა) თითოეულ ოჯახს (შემდგომში - ბენე­ფი­ციარი) გადაეცეს მხოლოდ ერთი ვაუჩერი.

4. დამტკიცდეს ვაუჩერის ფორმა N1 დანართ­ის მიხედვით.

5. საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტმა (ჯ. ბაკურაძე) უზრუნველყოს მუნიცი­პა­ლიტეტებისა და მათში შემავალი დასახლებული პუნქტების (ბენეფიციარების) რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება საქარ­თველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო­სათვის.

6. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ განახორციელოს ბენეფიციარებისათვის ვაუჩერის გადა­­ცე­მის ღონისძიებანი.

7. საქართვე­ლოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ამ დადგენილების მე-6 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიების განხორციელებაზე არ გავრცელდეს ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული შეზღუდვა.

8. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ამ განკარგულების მე-7 პუნქტის თანახმად განსაზ­ღვროს იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც შესაბამისი ანაზღაურებით გადასცემენ ვაუჩერებს ბენეფიციარებს.

9. ბენეფიციარის მიერ ვაუჩერის წარდგენა და სათბობი შეშის მოპოვების უფლების მიღება განხორციელდეს შემდეგი ფორმით:
ა) ბენეფიციარი ვაუჩერს წარუდგენს შესაბამისად საქარ­თვე­ლოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სატყეო დეპარტა­მენტის რეინჯერს, დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დაცუ­ლი ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვის სამსახურის უფროსს და უბნის უფროსს (მათ შორის სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით არსებული, შესაბამისი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების/დირექციების დაცვის სამსახურის უფროსს და უბნის უფროსს), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუეწყებო დაწესებულების - სატყეო სამმართველოს უფლებამოსილ პირს და აჭარის ავტონომიური რესპუ­ბ­ლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარე­მოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფლებამოსილ პირს;
ბ) ბენეფიციარის მიერ ვაუჩერის წარდგენის შემდგომ ამ პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი, ბენეფიციარის მოთხოვნის მიხედვით უზრუნველყოფს საშეშე მერქნის გამოყოფას (მონიშვნას) და აღრიცხვას;
გ) ბენეფიციარის მიერ საშეშე მერქნის დამზადების შემდგომ ამ პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი უზრუნ­ველყოფს ,,საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუ­მენტის" გაცემას, რომელიც არის ბენეფიციარის მიერ საშეშე მერქნის კანონიერად მოპოვების დამადასტურებელი აუცილებელი და საკმარისი დოკუმენტი.

10. ამ დადგენილების მე-9 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალის­წინებული პირები ყოველთვიურად გადასცემენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორ­მაციას განაღდებული ვაუჩერების შესახებ (საშეშე მერქნის სახეობის, მოცულობისა და იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მითითებით, სადაც განხორციელდა ვაუჩერის განაღდება).

11. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მე-10 პუნქტში მითითებული ინფორმაციის საფუძველ­ზე უზრუნველყოს საშეშე მერქნისა-თვის ,,ბუნებრივი რე­სურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" საქართ­ველოს კა­ნონით განსაზღვრული ბუნებრივი რესურსებით სარგებლო­ბის მოსა­კრებლის ჩარიცხვა შესაბამის ადგილობრივ ბიუჯეტში.

12. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური):
ა) ამ დადგენილებით გათვალისწინებული ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლო-ბისათვის მოსაკრებლების შესახებ" საქარ­თ­ველოს კანონით საშეშე მერქნისათვის დადგენილი ბუნებრივი რესურსით სარგებ­ლობის მოსაკრებლის შესაბამის ადგილობრივ ბიუჯეტებში ჩარი­ცხვის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტროს ,,საქართ­ველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,საქართველოს რეგიონებში განსახორ­ციელებელი პროექტებისათვის" გათვალისწინებული ასიგ­ნებებიდან გამოუყოს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი;
ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსე­ბის სამინისტროს მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველ­ზე შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართვე-ლოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში.

13. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და გარემოს დაც­ვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ 2008-2011 წლების სახელმწიფო ბიუჯეტების ფორმირებისას ამ დადგენი­ლების მე-11 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიების შესასრულე­ბლად უზრუნ­ველ­ყონ შესაბამისი ასიგნებების გათვალისწინება წლიურ საბიუჯე­ტო კანონებში.

14. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანო­ნის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შესასრულებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებ­რივი რესურსების სამინისტრომ საჭირო მომსახურების, საქონლის ან/და სამუშაოთა შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

15. საქართველოს გარე­მოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსე­ბის სამინისტრომ უზრუნველყოს მოსახლეობის ინფორმირება ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და სათბობი შეშის მოპოვებისათვის არსებული პროცედურების შესახებ.

16. ეთხოვოთ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებს განახორციელონ ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოსახლეობის სათბობი მერქნით უზრუნველყოფის ღონისძიებანი შესაბამის ტერიტორიებზე.

17. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 14 ნოემბრიდან და ძალაშია 2012 წლის პირველ იანვრამდე.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე