საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №253

საქართველოს მთავრობის დადგენილება №253
15 ნოემბერი, 2007

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიის შექმნის შესახებ

,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განსაკუთრებით საშიში ინფექ-ციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთი­ანი ლაბორა­ტორია (შემდგომში - ერთიანი ლაბორატორია).

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლური დაცვის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის სამი­ნისტრომ უზრუნველყონ:

ა) სამინისტროების სისტემაში არსებული და მშენებარე ლაბორატორიების ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა განსაზღვრა;
ბ) ერთიანი ლაბორატორიის დებულების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
გ) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი ბაზის სრულყოფა 2008 წლის პირველ იანვრამდე.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ უზრუნველყოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლური დაცვის სამინისტროსა და სოფლის მეურ­ნეობის სამი­ნისტროს მიერ ამ დადგენილების მე-2 პუნქტის «ა» ქვეპუნ­ქტით განსაზღვრული ქონების გადაცემა ერთიანი ლა­ბო­რატორიისათვის.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) უზრუნველყოს ერთიანი ლაბორატორიის ხარჯის 2008 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გათვა­ლისწინება.

5. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმო­­ჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგი­რების ერთიანი ლაბორატორიის სახელმწიფო კონტროლი, რაც გული-სხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზან­შეწონილობის, ეფექტიანობისა და საფი­ნანსო-ეკონო­მი­კური საქმიანობის ზედამხედველობას, განახორ­ციელონ სა­ქარ­თველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცი­ალური დაც­ვის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის სამი­ნისტრომ.

6. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმო­ჩენის, ეპიდზედამხედვე-ლობისა და რეაგი­რების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვას ახორცი­ელებს საკოორ­დინაციო საბჭო.

7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა პირველი პუნქტისა.

8. დადგენილების პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2008 წლის პირველ იანვარს.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი