საქართველოს მთავრობის დადგენილება N251
27 დეკემბერი, 2006
,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის N22 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს 2008 წლის პირველ იანვრამდე დაჯილდოებული პირებისათვის საქართველოს წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის თანდართული დროებითი წესი.".
2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი