საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N237

საქართველოს მთავრობის დადგენილება N237
20 დეკემბერი, 2006

,,ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის N133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,ევროპულ და ევროატ­ლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქარ­თველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ" საქარ­თველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის N133 დადგე­ნილებაში (სსმ, 2004 წელი, N1, მუხლი 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: დადადგენილებით დამტკიცებული ევროპულ და ევროა­ტლან­ტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქარ­თველოს სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მინის­ტრის აპარატის საშტატო ნუსხა ჩამო­ყალიბდეს ახალი რედაქ­ციით:
,,ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა

N თანამდებობა რაოდენობა
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი 1
1 სახელმწიფო მინისტრის მოადგილე 1
2 სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი 1
3 სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი 1
4 სამსახურის უფროსი 5
5 სამსახურის უფროსის მოადგილე 5
6 მთავარი ბუღალტერი 1
7 სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე 1
8 მთავარი სპეციალისტი 9
9 წამყვანი სპეციალისტი 2
10 სპეციალისტი 1
11 მდივან-რეფერენტი 1
12 მდივანი 1
13 სამეურნეო მოხელე 1
14 მძღოლი 1
სულ 32".


2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი