საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N236

საქართველოს მთავრობის დადგენილება N236
20 დეკემბერი, 2006

,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის N218 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლე­ბამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ი" ქვეპუნქტისა და საქართველოს სამო­ქა­ლაქო კოდექსის შესაბამისად ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექ­სით გათვალისწი­ნებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის N218 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, N141, მუხლი 1556) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები:
ა) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სახელმწიფო ქონების მიმღები ვალდებულია მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების გამოყენებისას დაიცვას კონკურსის (აუქციონის) პირობები, ხელშეკრულებით ნაკის­რი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ ექვს თვეში ერთხელ და მოთხოვნისთანავე წარუდ­გინოს ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი­ნის­ტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორ­მაციის წარდგენის სხვა ვადა.";
ბ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებ­ლობის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების მიმღები პირი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამ­ტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში - ქირის 0,1 პროცენტი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში - დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1 პროცენტი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) ქონების მიმღები პირის მიერ სხვა საკონკურსო (აუქციონის) ან/და სახელშეკრულებო ვალდებულების შეუს­რულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით;".
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი