საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N234

საქართველოს მთავრობის დადგენილება N234
20 დეკემბერი, 2006

,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის N154 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის N154 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, N104, მუხლი 1161) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,მუხლი 15. გარდამავალი დებულებები

1. ამ დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის ნე­ბარ­თვის გაცემის მიზნით დაწყებული ის პროცედურები, რო­მელთა განხორციელებაც მიმდინარეობს ამ დადგენილების ძა­ლაში შესვლამდე, უნდა დასრულდეს ,,გარემოსდაცვითი ნე­ბართვის შესახებ" საქართველოს კანონითა და მის საფუძ­ველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმა­ტიული აქტებით დადგენილი წესით.

2. ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობა, რომლის განხორციელებაც დაწყებულია ,,გარემოსდაცვ-ითი ნებართვის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის აღებას 2009 წლის 1 იანვრამდე სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმის (პროგრამის) შესაბამისად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემ­თხვე­ვაში საქმიანობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი გარე­მოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში უნდა ასახავდეს როგორც გარემოს არსებული მდგომარეობის ანალიზს (ეკოლოგიური აუდიტი), ისე მიმდინარე საქმიანობით გამო­წ­ვეულ გარემოზე ზემოქმედების შემამცირებელ ღონისძიებათა გეგმას.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი