საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N233

საქართველოს მთავრობის დადგენილება N233
20 დეკემბერი, 2006

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესის მონაწილე დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

1. ,,სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესის მონაწილე დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგების მიზნით სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესის მონაწილე დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვროს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს რეს­პუბ­ლიკის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დროებითი დებულებისა და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დაფინანსებისა და ანაზღაურების დროებითი წესის დამტკი­ცების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 5 სექტემბრის N894 დადგენილება.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი