საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N232

საქართველოს მთავრობის დადგენილება N232
20 დეკემბერი, 2006

,,საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის N108 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემების განხილვის, მოწესრიგებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით ,,საქართველოს სახელ­მწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელ­მწიფო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის N108 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, III ნაწილი, N132, მუხლი 1160) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2007 წლის 31 დეკემბრამდე.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი