საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N231

საქართველოს მთავრობის დადგენილება N231
20 დეკემბერი, 2006

,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის N110 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქარ­თველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ი" ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ,,სახელმწიფო საკუთრე­ბაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის N110 დადგენილებაში (სსმ, 20.06.06წ. N82, მუხლი 1084) შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-9 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების მიმღები ვალდებულია მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების გამოყენებისას დაიცვას კონკურსის (აუქციონის) პირობები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდე­ბუ­ლებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ 6 თვეში ერთხელ და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორ­მა­ცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.";
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრუ­ლებ­ლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობების მიმღებ პირს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში - ქირის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში - დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) შენობა-ნაგებობების მიმღები პირის მიერ სხვა საკონკურსო (აუქციონის) ან/და სახელშეკრულებო ვალდებუ­ლების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი