საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N230

საქართველოს მთავრობის დადგენილება N230
20 დეკემბერი, 2006

,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N38 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის სტუქ­ტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N38 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, N54, მუხლი 461) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) ,,ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციებია:
ა.ა) მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა;
ა.ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება;
ა.გ) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება;
ა.დ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალების შესრულების ანალიზი და კონტროლი;
ა.ე) სამინისტროს მუშაკთა პირადი საქმეების წარმოება, მათი ატესტაციის ორგანიზება, პერსონალური ხასიათის ბრძანებების მომზადება და რეგისტრაცია.";
ბ) ,,ვ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) იურიდიული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს უზრუნველყოფა იურიდიული მომსახურებით, სამინისტროში მომზადებული დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა
კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ინტერესების დაცვა სასამართლოში, სამინისტროში კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის წარმართვის უზრუნველყოფა, სამინისტროს მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების ანალიზი და მონიტორინგი."

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი