საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N229

საქართველოს მთავრობის დადგენილება N229
02 დეკემბერი, 2006

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის N206 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქ­ტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად ,,საქარ­თველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებუ­ლების დამტკი­ცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის N206 დადგენილებით (სსმ, 2005 წელი, N134, III ნაწილი, მუხლი 1479) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის ,,პ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

,,პ) უზრუნველყოს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების ერთიანი საკა­დრო პოლიტიკის განხორციელება, ორგანიზება გაუწიოს დიპლომატიური სამსახურისათვის კადრების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას;".

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგი­ლე, რომელთაც მინისტრის წარდგინებით, საქართვე­ლოს პრე­ზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანა­მდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინის­ტრი.".

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ", ,,დ", ,,კ", ,,ლ", ,,ჟ" და ,,ჩ" ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს სამინის­ტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების როგორც ქვეყნის შიგ­ნით, ისე ქვეყნის გარეთ სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთი მოვა­ლეობების ჯეროვანი შესრულების მიმდინა­რეობასა და სამინისტროს დიპლომატიურ სამსახურში მყოფ პირთა და საჯა­რო მოსამსახურეთა საქმიანობას;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედა­ნაყო­ფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებსა და საშტატო ნუს­ხებს, ასევე ამტკიცებს საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედა­ნაყოფების (დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსუ­ლო დაწესებულება) ტიპობრივ დებულებას;

კ) აუქმებს ან/და ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეების, საზღვარგარეთ სამინის­ტროს ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში არსე­ბული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვა­ნელთა ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა საკანონმდებ­ლო აქტებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებს, განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის დადგანილებებსა და მინისტრის ბრძანებებს;

ლ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის დიპლო­მატიური და საჯარო სამსახურის მოხელეებს, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებს, სამინისტროს სისტემაში არსე­ბუ­ლი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელ­მძღვა­ნელებს, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების მოსამსა­ხურეებს, გარდა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩებისა;

ჟ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად განსაზღვრავს და ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საზ­ღვარ­გარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების საშტატო და ხარჯთა ნუსხებს, ასევე ითანხმებს სამინისტროს სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშტატო და ხარჯთა ნუსხებს, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში აძლევს მითი­თებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;

ჩ) წყვეტს დავებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანა­ყოფებს, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებსა და დაქვე­მდებარებულ ორგანიზაციებს შორის;".

4. ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ" და მე-6 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტები.

5. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:

ა) პოლიტიკური დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამო­ცანაა სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საგარეო-პოლიტიკური სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეო­ბა, საერთაშორისო მოვლენების სისტემატური ანალიზი, არსებული და პოტენციური საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების შეფასება საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებათა განსაზღვრისა და რეკომენდაციების შემუშა­ვების მიზნით, საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული სახელ­მძღვანელო დოკუმენტების შემუშავება, სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ერთეულების დროში გაწერილი სამოქმედო გეგმების შემუშავება;

ბ) უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საქარ­თვე­ლოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრა­ციის პროცესის ხელშეწყობა და კოორდინირება; ახალ საფრთხე­ებთან და გამოწვევებთან დაკავშირებულ გარემოებათა ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; უსაფრთხოების სფეროში უცხოეთის ქვეყნებთან მრავალმხრივ საფუძველზე თანამშრომლობა; კომპეტენციის ფარგლებში განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშ­რომლობის უზრუნველყოფა;

გ) ევროინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ევროკავშირთან საქართველოს თანამიმდევრული და სრული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და კოორდი­ნა­ცია; ამ მიზნით სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, საქართველოს სხვადასხვა უწყებასა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; საქართველო-ევროკავში­რის პოლიტიკური დიალოგის განვითარება; საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რეალიზაციისა და საქართველოს კანონმდებლო­ბის ევროპის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობა; ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფ­რთხოების პოლიტიკის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობა; აგრეთვე ევროპის საბჭოსთან საქართველოს ურთიერთობათა ხელშეწყობა და კოორდინაცია;

დ) ევროპულ საქმეთა დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ევროპის ქვეყნებთან საქართველოს პარტნიორული, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვი­თარება, ევროპის ქვეყნებთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამ­შრომლობის ხელშეწყობა; ამ მიზნით ევროპის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართუ­ლებათა შესწავლის საფუძველზე წინადადებებისა და რეკო­მენ­დაციების მომზადება;

ე) გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრა­ტეგიული პარტნიორო­ბის, აგრეთვე კანადასთან, მექსიკასთან, ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის, შორეული აღმოსავ­ლეთის, აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანიის ქვეყ­ნებთან, რუსეთთან მეგობრული და ურთიერთსა­სარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება, მათთან პოლიტი­კური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულ­ტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა; ამ მიზნით მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებათა შეს­წავლის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ვ) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი, რომ­ლის ძირითადი ამოცანაა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა; საქარ­თველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე უფრო სრულ­ყო­ფილი და მიზანმიმართული ღონისძიებების განსახორციე­ლე­ბლად, საქართველოში არსებული კონფლიქტების გადაწყვე­ტის ხელშეწყობისა და საერთაშორისო ორგანიზა­ციებში საქარ­თველოს პოზიციის მხარდაჭერის მიზნით საერთაშო­რისო გაერთიანების აზრის კონსოლიდაცია, სათანადო დასკვ­ნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანი­ტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტი, რომლის ძირითა­დი ამოცანაა მრავალმხრივი და რეგიონალური საგარეო-ეკონო­მი­კური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ინფორმა­ციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწი­ფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომ­ლობის საკით­ხებ­ზე წინადადებათა და რეკომენდაციათა შემუ­შავება; დიპ­ლო­მატიურ საშუალებათა გამოყენება უცხოუ­რი საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზი­დვის და სახელ­მწიფოებრივი მნიშვნელობის საერთაშო­რი­სო რეგიონალური საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის ხელ­შეწყობის მიზნით; ქვეყნის საზღვრებს გარეთ საქართვე­ლოს კულტურული მემკვიდრეობისათვის ზრუნვა და ქართველთა დიასპორასთან კავშირურთიერთობის გაღრმავება; საქართვე­ლოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის მოძიების, ფიქსაციის, აღდგენისა და დაცვის სფეროში შესაბამისი საქმი­ანობის ხელშეწყობა; საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამე­მამულეებთან, ქართველთა სათვისტომოებთან, აგრეთვე სხვა­დასხვა ქვეყანაში მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის საზოგადოებებთან და ჯგუფებთან ურთიერთკავშირისა და თანამშრომლობის კოორდინაცია;

თ) საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველოს საგარეო ურთი­ერთობათა საერთაშორისო-სამართლებრივი უზრუნველ­ყოფა, საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთა­შორისო ხელ­შეკრულებათა პროექტებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა; საქარ­თველოს სხვადასხვა უწყების მიერ საერთაშორისო ხელშეკ­რულებათა დადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია; საქართველოს ყველა საერთაშორისო ხელშეკრუ­ლების შესრულების საერთო ზედამხედველობა, ანალიზი, მონიტორინგი და კონტროლი, მათი აღრიცხვა, სისტემატიზაცია და დედნების დაცვა-შენახვა;

ი) პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საზოგადოებისა და მასმედიისათვის სამინისტროს პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორ­მაციის მიწოდება, ბრიფინგებისა და სამინისტროს ვებ-გვერ­დის საინფორმაციო უზრუნველყოფა და ორგანიზება, სამი­ნისტროს განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელება; საზღვარ­გარეთ საქართვე­ლოს დიპლომატიურ მისიებთან ინფორმაციის ურთიერთ­გაცვლის უზრუნველყოფა; მსოფლიოს წამყვანი მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ყოველდღიური მონიტორინგი და მათ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სპეციალური საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება;

კ) დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს საქმიანობის პროტოკო­ლური უზრუნველყოფა, უმაღლესი დონის სახელ­მწიფო და სამთავრობო დელეგაციათა ვიზიტების მომზადება-გამართვა, საზღვარგარეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, მა­თი მოადგილეების, ელჩების, საერთაშორისო ორგანიზა­ციათა ხელმძღვანელებისა და მათი წარმომადგენ­ლების, აგრე­თვე საქართველოს მაღალი დონის დელეგაციების, საგარეო საქმეთა მინისტრის, მისი მოადგილეების საზღვარგარეთის ქვეყნებში ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება; საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური წარმომა­დგენ­ლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, საერთა­შორისო ორგანიზაციებისა და მისიების თანამშრომელთა იმუნიტეტისა და პრივილეგიების დაცვის კონტროლი, აგრეთვე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან მუშაობის პროტოკოლური უზრუნველყოფა;
ლ) საკონსულო დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს საკონსულო ურთიერთობების წარმართვა და საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია; საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა სრულყოფა და გაფართოება; საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტე­რესების დაცვის უზრუნველყოფა; საზღვარგარეთის სახელ­მწიფოებთან საქართველოს სავიზო ურთიერთობის შესწავლა და საქართველოს სავიზო პოლიტიკის თაობაზე წინადადებათა შემუშავება; საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და საქართველოს მოქალაქის პასპორტების გაცემა, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება; საქართველოს ვიზების გაცემა, მათი მოქმედების ვადის გაგრძელება, მათში ცვლი­ლებების შეტანა და გაუქმება;

მ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის ადამი­ანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებათა შემუშავება; თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლი­ნური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება; დიპლომატიური რანგების მინიჭების დადგენილი წესის განუხრელად დაცვის უზრუნ­ველ­ყოფა; დიპლომატიური სამსახურისათვის კადრების მომ­ზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი სისტემის შექმნა; სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და რეზერვში მყოფ პირთა პირადი საქმეების შედგენა-წარმოება; სამი­ნისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსებისა და ატეს­ტაციის გამართვის უზრუნველყოფა, მოხელეთა რეზერვის ფორმირება და მიზნობრივი გამოყენება;

ნ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს ორგანიზაციული და ადმინისტრა­ციული საქმიანობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს იურიდიუ­ლი, პარლამენტთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების ფუნქციების განხორციელებას; დეპარტამენტი ახორციელებს სამინისტროში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონ­ტროლს, მინისტრის თათბირებისა და სხდომების ორგანიზებას, სამინისტროს ხელმძღვანელ პირთა საკონ­ტროლო დავალებათა შესრულებას, მინისტრის სამუშაო გრაფიკის შედგენასა და შესრულების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიებისა და საბჭოების სხდომების მომზადებასა და ოქმების შედგენას, სამინისტროს სისტემის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნ­ველყოფასა და პარლამენტთან ურთიერთობების კოორდი­ნაციას, სამინისტროს ქვედანაყო­ფებთან ერთად დიპლომა­ტიური სამსახურის მომწესრიგებელი კანონპროექტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუ­შავებას; სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის ,,საპარ­ლამენტო მდივნის" შესახებ საქართვე­ლოს კანონით მინიჭე­ბული უფლებამოსილების განხორციე­ლების ხელშეწყობას;

ო) გენერალური ინსპექცია, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამსახუ­რებრივი პასუხისმგებლობისა და დისციპლინური გადა­ცდომის ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება და პრევენ­ცია; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამი­ნისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების კანონიერებისა და მიზნობრიობის კონტროლი; სამსახურე­ბრივი გადაცდომის ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული გან­ცხადებებისა და საჩივრების განხილვა და შესაბამისი დას­კვნე­ბის მომზადება;

პ) საფინანსო სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის ფინანსური უზრუნველყოფა, სამინის­ტროს ბიუჯეტის დაგეგმვა და ფორმირება, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით, დამტკი­ცე­ბული გეგმის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებათა დაფინანსების განხორციელება და საბიუჯეტო სახსრების მიზ­ნო­ბრივად გამოყენების უზრუნველყოფა; სამინისტროში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება; ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს საჭიროებისათვის საქონ­ლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვა და განხორციელება;

ჟ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის სამუშაო პირობების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სამინის­ტროს უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა; დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონ­სტრუქციო სამუშაოთა ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედა­მხედველობა.".

6. ამოღებულ იქნეს მე-9 მუხლი.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი