საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N228

საქართველოს მთავრობის დადგენილება N228
02 დეკემბერი, 2006

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის N45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ბოლო დროს ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გამო ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ" 2004 წლის 13 თებერვლის საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,გ" პუნქტის თანახმად ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის N45 დადგენილების (სსმ, 06.06.2004 წელი, N58, III ნაწილი, მუხლი 501) პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ალექსი ალექსიშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი არველაძე - საქართველოს ეკონომიკური განვი­თარების მინისტრი

კახა ბაინდურაშვილი - საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე

კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

ნიკა გილაური - საქართველოს ენერგეტიკის მინის­ტრი

ლაშა გოცირიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოად­გილე

ირაკლი კოვზანაძე - საქართველოს პარლამენტის საფი­ნანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავ­მჯდომარე

ნიკოლოზ ლეკიშვილი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავ­მჯდომარე

დავით ლომიძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დე­პარტამენტის უფროსი, კომისიის მდივანი

დავით ნატროშვილი - სსიპ - საწარმოთა მართვის სააგენ­ტოს თავმჯდომარე

ვაჟა პეტრიაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

გია ქავთარაძე - საქართველოს იუსტიციის მინ­ისტრი

პეტრე ცისკარიშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

გიორგი წერეთელი - სსიპ - თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფ­რო­სი.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი