საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N217

საქართველოს მთავრობის დადგენილება N217
22 ნოემბერი, 2006

,,საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის N108 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემების განხილვის, მოწესრიგებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით ,,საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის N108 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, N132, III ნაწილი, მუხლი 1160) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ალექსი ალექსიშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი არველაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითა­რების მინისტრი, კომისიის თავმჯდო­მარის მოადგილე

კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკით­ხებში

გიორგი უგულავა - ქ. თბილისის მერი

გია ქავთარაძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრი.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი