საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N216

საქართველოს მთავრობის დადგენილება N216
15 ნოემბერი, 2006

,,ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმის, ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის და ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 აპრილის N75 დადგენილებით დამტკიცებულ ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად:

1. ,,ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზა­ციის სამთავრობო სამოქმედო გეგმის, ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის და ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავ­რობის 2005 წლის 21 აპრილის N75 დადგენილებით (სსმ, 2005 წელი, N51, III ნაწილი, მუხლი 528) დამტკიცებულ ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) ცხრილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქ­ციით:

მიზანი შედეგი ღონისძიებები

2. ბავშვზე ზრუნ­ვის საკითხებში არსებული საკა­ნონმდებლო ბა­ზის გადასინჯვა და ადეკვატური ცვლი­ლებებისა და ახალი ინი­ცია­ტი­ვების წარმოდგენა 2005 წლის ბო­ლომ­დე 2.1. შვილობილო­ბისა და შვილად აყვანის კანონებში შეტანილია სათა­ნადო ცვლილე­ბები;

2.2. შემოთავაზებულია ბავშვთა სოცი­ა­ლური დაცვის შე­სა­ხებ ახალი კანონპროექტი (შესაძლოა ბავშვთა კეთილდღეობის კოდექსის სახით).

2.3. ბავშვზე ზრუნ­ვის სტანდარ­ტე­ბის შემუშავება ოთხი დროებითი, მიზ­ნობრივი სამუშაო ჯგუ­ფის ჩამოყალიბება, რომლებიც იმუშავებენ ისეთ საკითხებზე, როგრიც არის: შვილად აყვანა, შვილობილობა და ალტერნატიული ფორმები და ახალი სერვისები, შეზღუდუ­ლი შესაძლებლობების მქონე ბავშვთა შეფასე­ბისა და დაცვის მექანიზმები და სხვა;
ბავშვზე ზრუნვის საკითხებში, არსებული საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებისა თუ ახალი ინიციატივების წარმოდგენა დაინტერე­სებული ორგანოების, არასამთავრობო სტრუქტურებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის;
ერთი დროებითი მიზ­ნობრივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც იმუშავებს შემდეგ საკითხებზე: არსებული სტრუქტუ­რების შეფასება და ახალი ტიპის სტრუქ­ტურული მოდელი, ადგილობრივი ორგა­ნოების ფუნქციები და მათი გადანაწილება, პოტენციური ბენეფი­ცია­რების სასარგებ­ლოდ სახელმწიფო თუ ადგილობრივ დონეზე სერვისების უზრუნ­ველ­ყოფის მექანიზმი და სხვა;
დამატებითი მიზნობ­რივი სამუშაო გუნდე­ბის ჩამოყალიბება სა­ჭი­როების მიხედვით (კვლევითი, საკონ­სულ­ტაციო, სამივლინებო, მეთოდოლოგიური, ასე შემდეგ).


ბ) ცხრილს დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქ­ციით:

მიზანი შედეგი ღონისძიებები

7. ბავშვზე ზრუნ­ვის სტანდარტების შესრულება ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შესრულების კონტროლის მარეგულირებელი მექანიზ­მების თაობაზე შესაბამისი ნორმა­ტიული აქტების მი­ღება ბავშვზე ზრუნვის სტანდარ­ტების შესრულების კონ­ტრო­ლის მარეგულირებელი მექანიზმების თაობაზე შესა­ბამისი კანონპროექტის შემუ­შავება და საქართველოს პარლამენტისათვის წარ­დგე­ნა 2007 წლის 1 სექტემ­ბრამდე.



2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი