საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N214

საქართველოს მთავრობის დადგენილება N214
15 ნოემბერი, 2006

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანო­ნის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქარ­თველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართვე­ლოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილებით დამ­ტკიცებული დებულების (სსმ, 2004 წელი, N54, ნაწილი III) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,კ1" ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,კ1) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცი­ალური დაცვის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავებს და ამტკიცებს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი