საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N213

საქართველოს მთავრობის დადგენილება N213
15 ნოემბერი, 2006

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფ­ლება­მო­სი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართვე­ლოს კანო­ნის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართვუელოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:

1. ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავ­რობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილებით დამტკი­ცებულ დებულებაში (სსმ, 2004 წელი, N54, ნაწილი III, მუხლი 460) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ" ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ.ბ) ეროვნული გამოცდების ცენტრს;";
ბ) დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ე" ქვეპუნქტი;
გ) დებულების მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,გ.თ" ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ.თ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენ­ტრი;".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი