საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N212

საქართველოს მთავრობის დადგენილება N212
15 ნოემბერი, 2006

,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქ­ტურის, უფ­ლე­­ბამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქარ­თვე­ლოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბა­მისად ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინის­ტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართვე­ლოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N38 დადგენილებით (სსმ, 2004 წელი, N54, მუხლი 461) დამტკიცებულ დებულების მე-4 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. მინისტრს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი, რომელთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი