საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N211

საქართველოს მთავრობის დადგენილება N211
15 ნოემბერი, 2006

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის N45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ბოლო დროს ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გამო ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ" 2004 წლის 13 თებერვლის საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,გ" პუნქტის თანახმად ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის N45 დადგენილების (სსმ, 06.06.2004წელი, N58, III ნაწილი, მუხლი 501) პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ალექსი ალექსიშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

კახა ბაინდურაშვილი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე

კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

ნიკა გილაური - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

ლაშა გოცირიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ირაკლი კოვზანაძე - საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე

ნიკოლოზ ლეკიშვილი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე

დავით ლომიძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის მდივანი

დავით ნატროშვილი - სსიპ - საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე

ირაკლი ოქრუაშვილი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

ვაჟა პეტრიაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

გია ქავთარაძე - საქართველოს იუსტიციის მინის­ტრი

პეტრე ცისკარიშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

გიორგი წერეთელი - სსიპ - თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსი.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი