საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N210

საქართველოს მთავრობის დადგენილება N210
15 ნოემბერი, 2006

,,საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის N124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორ­მების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის N124 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, N156, მუხლი 1436) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დადგინდეს საავტომობილო ბენზინის ეკოლოგიური მახასიათებლები:
ა) 2008 წლის 1 იანვრამდე:
ტყვიის შემცველობა გ/ლ - არა უმეტეს 0.013;
ბენზოლის მოცულობითი წილი, % - არა უმეტეს 5;
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, % - არა უმეტეს 45;
გოგირდის შემცველობა, მგ/კგ - არა უმეტეს 500;
ბ) 2008 წლის 1 იანვრიდან:
ტყვიის შემცველობა გ/ლ - არა უმეტეს 0.005;
ბენზოლის მოცულობითი წილი, % - არა უმეტეს 1;
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, % - არა უმეტეს 42;
გოგირდის შემცველობა, მგ/კგ - არა უმეტეს 150;
გ) 2009 წლის 1 იანვრიდან:
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, % - არა უმეტეს 35;
გოგირდის შემცველობა, მგ/კგ - არა უმეტეს 50.".

2. მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ბენზინის ხარისხის ანალიზის მეთოდები 2008 წლის 1 იანვრამდე გამოყენებულ იქნეს ამჟამად მოქმედი სტანდარ­ტების მიხედვით, 2008 წლის 1 იანვრიდან საერთაშორისო სტანდარტებისა (ისო) და ევროპული ნორმების (ენ) საფუძ­ველზე მიღებული ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი