საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N208

საქართველოს მთავრობის დადგენილება N208
11 ნოემბერი, 2006

,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების შეტანის შესახებ

მუხლი 1.

,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებით (სსმ, 2005 წელი, N94, მუხლი 1068) დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

,,მუხლი 41 მიწის მინაკუთვნის დაწესება

1. ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებულ მიწაზე მიწის მინაკუთვნის დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის თანხმობის საფუძველზე.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე მიწის მინაკუთვნის დაწესების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით.".

მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი