საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N207

საქართველოს მთავრობის დადგენილება N207
10 ნოემბერი, 2006

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის ლიკვიდაციისა და ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის N77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-101 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესა­ბამისად:

1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდი­ული პირი - ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტი.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ ამ დადგენილების პირველი პუნქტის შესრულების მიზ­ნით უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწი­ნებულ ღონისძიებათა განხორციელება.

3. ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის N77 დადგენილებით (სსმ, 2004 წელი, N99, მუხლი 849) დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ეკო­ნო­მიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკი­ცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის N77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაო­ბაზე" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 25 ოქტომბრის N198 დადგენილება.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი