საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N206

საქართველოს მთავრობის დადგენილება N206
08 ნოემბერი, 2006

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ

1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:

ა) ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯან­მრთე­ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმარ­თვე­ლობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწე­სე­ბულება - ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარ­ტამენტი;
ბ) შეიქმნას სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის სა­ლიკ­ვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


გიორგი ბარამიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელო­ბისა და სოციალური დაცვის სამი­ნის­ტროს გენერალური ინსპექციის უფ­რო­სის მოადგილე, კომისიის თავ­მჯდო­მარე

ნანა ალანია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელო­ბისა და სოციალური დაცვის სამი­ნის­ტროს ადმინისტრაციული დეპარ­ტამენ­ტის სამმართველოს უფროსი

გრიგოლ ვატიტაძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელო­ბისა და სოციალური დაცვის სამი­ნის­ტროს იურიდიულ და საერთაშო­რისო საკითხთა დეპარტამენტის მთა­ვარი სპეციალისტი

დავით ლაშხია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელო­ბისა და სოციალური დაცვის სამი­ნის­ტროს საფინანსო-საბიუჯეტო დე­პარ­­ტამენტის მთავარი სპეციალისტი

დავით შავერდაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელო­ბისა და სოციალური დაცვის სამი­ნის­ტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის სამმართველოს უფ­როსი

მიხეილ ჩხაიძე - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებუ­ლების - ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის სპეცია­ლისტი.



2. სალიკვიდაციო კომისიამ 2006 წლის 1 დეკემბრამდე:

ა) შეადგინოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსი;
ბ) ლიკვიდაციის დასრულების შემდგომ წარუდგინოს სათანადო დოკუმენტაცია და ინფორმაცია საქართველოს შრო­მის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს;
გ) დაამუშაოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტში არსებული დოკუმენტაცია სათანადო წესით (დაარქივება-სისტემატიზაცია);
დ) სალიკვიდაციო პროცესებთან დაკავშირებით გადაწ­ყვი­ტოს სხვა საკითხები და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალუ­რი დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი) უზრუნველყოს:
ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებუ­ლების - ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენ­ტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით თანამშრომელთა გაფრთხილება (მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ) და გათავისუფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) სალიკვიდაციო კომისიის მიერ წარდგენილი სათანა­დო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საფუძველზე კანონ­მდებლობით დადგენილი ფულადი გასაცემლების (სახელფასო დავალიანება, კომპენსაცია, გასასვლელი დახმარება და სხვ.) გაცემა.

4. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ტრადი­ციუ­ლი სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტის ლიკვიდაცი­ის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონება გადაეცეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

5. ლიკვიდირებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებუ­ლების - ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენ­ტის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს შრო­მის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

6. დადგენილება ამოქმედდეს 2006 წლის 8 ნოემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი