საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N205

საქართველოს მთავრობის დადგენილება N205
08 ნოემბერი, 2006

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტისა და 153-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს­თან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის N4 დადგენილების (სსმ, 2005 წელი, N6, III ნაწილი, მუხლი 71) პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო შემდეგი შემადგენ­ლობით:


ალექსი ალექსიშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

ლაშა გოცირიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

კახა დამენია - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

კონსტანტინე კორკელია - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

დავით ლომიძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, საბ­ჭოს მდივანი

ვაჟა პეტრიაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ვახტანგ ჯორბენაძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.".



2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი