საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N204

საქართველოს მთავრობის დადგენილება N204
08 ნოემბერი, 2006

შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ

ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს კულტურის, ძეგ­ლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წინადადება სა­ქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხე­ლოვ­­ნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განსახორციელე­ბელ ღონისძიებათა თაობაზე და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლე­ბამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებს დაენიშნოთ ყოველთვიური პრემია 130 (ას ოცდა­ათი) ლარის ოდენობით.

2. 2006 და შემდგომ წლებში შოთა რუსთაველის სახე­ლობის ეროვნული პრემიის ლაურეატთა ყოველთვიური პრემიებისათვის სახსრები გამოიყოს საქართველოს კულტუ­რის, ძეგლთა დაც­ვი­სა და სპორტის სამინისტროსათვის გათვალისწინებულ საბი­უჯეტო ასიგნებათა ფარგლებში.

3. იმ პირებს, რომელთაც შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატთა წოდება მიენიჭათ 2006 წელს, ყოველთვიური პრემიები მიეცეთ მათთვის პრემიის მინიჭების დღიდან.

4. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს შოთა რუსთავე­ლის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური გრანტის დანიშვნის შესახებ გამოცემული ბრძანებულებებისა და განკარგულებების ძალადაკარგულად გამოცხადება.

5. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებს, რომელთაც დანიშნული აქვთ საქართველოს პრეზიდენტის ყოველთვიური გრანტი, ამ დადგენილების პირ­ველი პუნქტით განსაზღვრული ყოველთვიური პრემია მიეცეთ მე-4 პუნქტში მითითებული აქტების ძალადაკარ­გუ­ლად გამო­ცხა­­დების შემდეგ.

6. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორ­ტის სამინისტრომ 2007 წლის 1 სექტემბრამდე წარმოადგინოს წინადადებები ეროვნული პრემიების დაწესებისა და გაცემის წესის შესახებ.

7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი