საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N201

საქართველოს მთავრობის დადგენილება N201
03 ნოემბერი, 2006

,,საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 სექტემბრის N156 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს სოფლის მეურ­ნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომი­სი­ის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 სექტემბრის N156 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ზურაბ ნოღაიდელი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ჯამბულ ბაკურაძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე - რეგიო­ნალურ საკითხთა დე­პარ­­ტა­მენტის უფროსი

ლილი ბეგიაშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე

კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

მირიან დეკანოიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

ბაკურ კვეზერელი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

ვასილ მანაგაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრეს­ტის" თავმჯდომარე

ლევან ორკოშნელი - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწ­ყე­ბო დაწესე­ბუ­ლების - სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაც­ვის ეროვნული სამსახურის უფ­როსი

მიხეილ სვიმონიშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

დავით ტყეშელაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა დაბუნებრივი რესურსების მინისტრი

ირაკლი ჩოგოვაძე - საქართველოს ეკონომიკური გან­ვი­თარების მინისტრი

ზვიად ხარებავა - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი.".

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი