საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N200

საქართველოს მთავრობის დადგენილება N200
03 ნოემბერი, 2006

,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N38 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის სტუქ­ტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესა­ბამისად ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N38 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, N54, მუხლი 461) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-4 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. მინისტრს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი, რომელთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.".

2. დებულების მე-6 მუხლის ,,ა.ბ", ,,ა.ე" და ,,ა.ზ" ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ვ" ქვეპუნქტი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმისწარ­მოების ორგანიზება და არქივის წარმოება; სხვადასხვა სა­ხელ­მწიფო უწყებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალების შესრულების ანალიზი და კონტროლი;".

4. მე-6 მუხლის ,,დ"ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სასოფლო-სამეურნეო ინფრა­სტრუქ­ტურის განვითარებისა და საკონსულტაციო უზრუნველ­ყოფის ხელშეწყობა; მიწის კონსოლიდაციის, ნიადაგის ხარის­ხობრივი შეფასებისა (ნიადაგის ატლასები) და მათი მდგო­მარეობის თაობაზე ერთიანი ბანკის შექმნის, მიწის რაციო­ნალურად გამოყენების, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარ­ჩუნების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კატე­გო­რიების შეცვლის ორგანიზება; საქართველოში თევზის მეურნეობის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზ­ღვრაში მონაწილეობა; სანაშენე მეცხოველეობის განვითა­რე­ბის ხელშეწყობა; მემცენარეობისა და მეთესლეობის, აგროქიმიისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების სფეროების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება;".

5. მე-6 მუხლის ,,ე" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) სასურსათო უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა ქვეყანაში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კონტროლი; სურსათის უვნებლო­ბასთან დაკავ­შირებული რისკის შეფასება და ანალიზი, კრიზისული მდგომარეობის მართვის ორგანიზება; სურსათის უვნებლობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ვეტერინარიისა და მცენა­რეთა დაცვის პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორ­ციელების კოორდინაცია;".

6. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ-ი" ქვეპუნქტები:

,,ვ) იურიდიული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნ­ქციაა სამინისტროს უზრუნველ­ყოფა იურიდიული მომსახურე­ბით, სამინისტროში მომზადებული დოკუმენტაციის სამარ­თლებ­რივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში, სამინის­ტროს ინტერესების დაცვა სასამართლოში, სამინისტროში კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და პარლამენტთან ურთი­ერ­თობის წარმართვის უზრუნველყოფა; სამინისტროს მუშაკთა პირადი საქმეების წარმოება, მათი ატესტაციის ორგანიზება; პერსონალური ხასიათის ბრძანებების მომზადება და რეგის­ტრაცია; სამინისტროს მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალ­დებულებების ანალიზი და მონიტორინგი;

ზ) მდგრადი განვითარების პოლიტიკის სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს საქმიანობის პრიო­რი­ტეტებისა და მიმართულებების განსაზღვრა; სოფლის მეურნეობის ძირითადი მიმართულებების მიზნობრივი პროგრა­მებისა და პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; სამინისტროს სტრატეგიული ხასიათის პროგრამებისა და მოქ­მედებათა გეგმების შესრულების ეფექტიანობის ანალიზი და შეფასება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ანალი­ზის საფუძველზე სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის გან­სა­ხორციელებელი სტრუქტურული და დარგობრივი რეფორ­მების შესახებ წინადადებების წარდგენა და კოორდინაცია;

თ) საფინანსო და საბუღალტრო სამსახური, რომლის ძირითადი ფუნ­ქციაა სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო ურთი­ერთობის წარმართვა, სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, სამინისტროსათვის გამოყოფილი თანხის მიზნობრივი ათვისების კონტროლი, საბიუჯეტო დაფინანსების სისტემური ანალიზი, პროგრამებისა და პროექ­ტების დაფინანსების პირობების სრულყოფა; სამინისტროს ცენტრალური აპარატის საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება, სამინისტროს სისტემის დაწესებულე­ბათა მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ანგა­რიშების სისწორის კონტროლი, ნაერთი ბალანსის მომზადება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარ­ტამენტსა და სხვა ორგანი­ზაციათა წინაშე სავალდებულო ანგარიშგება, სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებუ­ლე­ბათა საბუღალტრო აღრიც­ხვისა და ანგარიშგების წარმოების ერთიანი მეთოდოლო­გიური საფუძვლების უზრუნველყოფა;

ი) სამელიორაციო პოლიტიკის სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა ქვეყნის სამელიორაციო პოლიტიკის შემუ­შავება და მისი განხორციელების კონტროლი;".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი