საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N199

საქართველოს მთავრობის დადგენილება N199
03 ნოემბერი, 2006

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის N206 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქ­ტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად ,,საქარ­თველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებუ­ლების დამტკი­ცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის N206 დადგენილებით (სსმ, 2005 წელი, N134, III ნაწილი, მუხლი 1479) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:

ა) პოლიტიკური დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამო­ცანაა სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საგარეო-პოლიტიკური სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეო­ბა, საერთაშორისო მოვლენების სისტემატური ანალიზი, არსებული და პოტენციური საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების შეფასება საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებათა განსაზღვრისა და რეკომენდაციების შემუშა­ვების მიზნით, საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული სახელ­მძღვანელო დოკუმენტებისა და სამინისტროს სისტემის სტრუქ­ტურული ერთეულების დროში გაწერილი სამოქმედო გეგმების შემუშავება;

ბ) უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საქარ­თვე­ლოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრა­ციის პროცესის ხელშეწყობა და კოორდინირება; ახალ საფრთხეებსა და გამოწვევებთან დაკავშირებულ გარემოება­თა ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; უსაფრთხოების სფეროში უცხოეთის ქვეყნებთან მრავალმხრივ საფუძველზე თანამშრომლობა; კომპეტენციის ფარგლებში განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშ­რომლობის უზრუნველყოფა;

გ) ევროინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ევროკავშირთან საქართველოს თანამიმდევრული და სრული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და კოორდი­ნა­ცია; ამ მიზნით სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, საქართველოს სხვადასხვა უწყებასა და ორგანიზაციასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; საქართველო-ევროკავში­რის პოლიტიკური დიალოგის განვითარება; საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რეალიზაციისა და საქართველოს კანონმდებლო­ბის ევროპის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობა; ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფ­რთხოების პოლიტიკის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობა, აგრეთვე ევროპის საბჭოსთან საქართველოს ურთიერთობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;

დ) ევროპულ საქმეთა დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ევროპის ქვეყნებთან საქართველოს პარტნიორული, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვი­თარება, ევროპის ქვეყნებთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამ­შრომლობის ხელშეწყობა; ამ მიზნით ევროპის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართუ­ლებათა შესწავლის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ე) გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორო­ბის, აგრეთვე კანადასთან, მექსი­კასთან, ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის, შორეული აღმოსავლეთის, აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანიის ქვეყნებთან მეგობრული და ურთიერთსა­სარგებლო ურთიერ­თობის ჩამოყალიბება და განვითარება, მათთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა; ამ მიზნით მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართუ­ლებათა შეს­წავლის საფუძველზე წინადადებებისა და რეკო­მენდაციების მომზადება;

ვ) რუსეთის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა რუსეთის ფედერაციასთან პარტნიორული, კეთილმეზობლური და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება, რუ­სე­თის ფედერაციის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ანა­ლი­ზი, წინადადებათა შემუშავება რუსეთის ფედერაციის მიმართ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის რეალი­ზაციის სრულყოფის მიზნით, აგრეთვე პოლიტიკური, ეკონო­მიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამ­შრომლობის ხელშეწყობა;

ზ) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი, რომ­ლის ძირითადი ამოცანაა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა; საქარ­თველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე უფრო სრულ­ყოფილი და მიზანმიმართული ღონისძიებების განსახორციე­ლებლად საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარე­ბის ხელშეწყობის მიზნითა და საერთაშორისო ორგანიზა­ციებში საქართველოს პოზიციის მხარდასაჭერად საერთაშო­რისო გაერთიანების აზრის კონსოლიდაცია, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

თ) საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანი­ტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტი, რომლის ძირითა­დი ამოცანაა მრავალმხრივი და რეგიონალური საგარეო-ეკონო­მი­კური ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა და ინფორმა­ციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწი­ფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომ­ლობის საკით­ხებ­ზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; დიპ­ლო­მატიურ საშუალებათა გამოყენება უცხოუ­რი საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვის და სახელ­მწიფოებრივი მნიშვნელობის საერთაშო­რი­სო რეგიონალური საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით; ქვეყნის საზღვრებს გარეთ საქართვე­ლოს კულტუ­რული მემკვიდრეობისათვის ზრუნვა და ქართულ დიასპორასთან კავშირურთიერთობის გაღრმავება; საქართვე­ლოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის მოძიების, ფიქსაციის, აღდგენისა და დაცვის სფეროში შესაბამისი საქმი­ანობის ხელშეწყობა; საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამე­მამულეებთან, ქართულ სათვისტომოებთან, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის საზოგადოებებსა და ჯგუფებთან ურთიერთკავშირისა და თანამშრომლობის კოორდინაცია;

ი) საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველოს საგარეო ურთიერთობათა საერთაშორისო-სამართლებრივი უზრუნველ­ყოფა, საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთა­შორისო ხელშეკრულებათა პროექტებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა; საქართველოს სხვადასხვა უწყების მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია; საქართველოს ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების საერთო ზედამხედველობა, ანალიზი, მონიტორინგი და კონტროლი, მათი აღრიცხვა, სისტემატიზაცია და დედნების დაცვა-შენახვა;

კ) პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საზოგადოებისა და მასმედიისათვის სამინისტროს პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ბრიფინგებისა და სამინისტროს ვებ-გვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფა და ორგანიზება, სამინისტროს განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასი­ათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელება; საზღვარ­გარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებთან ინფორმაციის ურთიერთგაცვლის უზრუნველყოფა; მსოფლიოს წამყვანი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ყოველდღიური მონიტორინგი და მათ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სპეციალური საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება;

ლ) დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს საქმიანობის პროტოკო­ლური უზრუნველყოფა, უმაღლესი დონის სახელ­მწიფო და სამთავრობო დელეგაციათა ვიზიტების მომზადება-გამართვა, საზღვარგარეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, მათი მოადგილეების, ელჩების, საერთაშორისო ორგანიზა­ციათა ხელმძღვანელებისა და მათი წარმომადგენ­ლების, აგრეთვე საქართველოს მაღალი დონის დელეგაციების, საგარეო საქმეთა მინისტრის, მისი მოადგილეების საზღვარგარეთის ქვეყნებში ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება; საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების თანამშრომელთა იმუნიტეტისა და პრივილეგიების დაცვის კონტროლი, აგრეთვე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან მუშაობის პროტოკოლური უზრუნ­ველყოფა;

მ) საკონსულო დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს საკონსულო ურთიერთობის წარმართვა და საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია; საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა სრულყოფა და გაფართოება; საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა; საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს სავიზო ურთიერთობის შესწავლა და საქართველოს სავიზო პოლიტიკის თაობაზე წინადადებათა შემუშავება; საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და საქართველოს მოქალაქის პასპორტების გაცემა, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება; საქარ­თველოს ვიზების გაცემა, მოქმედების ვადის გაგრძელება, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება;

ნ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებათა შემუშავება; თავისი უფლებამოსილების ფარ­გლებ­ში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაად­გილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლი­ნური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებათა პროექტების მომზადება; დიპლომატიური რანგების მინიჭების დადგენილი წესის განუხრელად დაცვის უზრუნველყოფა; დიპლომატიური სამსახურისათვის კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი სისტემის შექმნა; სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და რეზერვში მყოფ პირთა პირადი საქმეების შედგენა-წარმოება; სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსებისა და ატესტაციის გამართვის უზრუნველყოფა, მოხელეთა რეზერვის ფორმირება და მიზნობრივი გამოყენება;

ო) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს ორგანიზაციული და ადმინისტრა­ციული საქმიანობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს იურიდიუ­ლი, პარლამენტთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების ფუნქციების განხორციელებას. დეპარტამენტი ახორციელებს სამინისტროში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლს, მინისტრის თათბირებისა და სხდომების ორგანი­ზებას, სამინისტროს ხელმძღვანელ პირთა საკონ­ტროლო დავალებათა შესრულებას, მინისტრის სამუშაო გრაფიკის შედგენასა და შესრულების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიებისა და საბჭოების სხდომების მომზადებასა და ოქმების შედგენას, სამინისტროს სისტემის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნ­ველ­ყოფასა და პარლამენტთან ურთიერთობის კოორდინაციას, სამინისტროს ქვედანაყო­ფებთან ერთად დიპლომატიური სამსა­ხურის მომწესრიგებელი კანონპროექტებისა და კანონქვემ­დებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას; სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის ,,საპარლამენტო მდივნის" შესახებ საქართვე­ლოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციე­ლების ხელშეწყობას;

პ) გენერალური ინსპექცია, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამსახურებრივი პასუხისმგებლობისა და დისციპლინური გადაცდომის ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება და პრევენცია; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების კანონიერებისა და მიზნობრიობის კონტროლი; სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

ჟ) საფინანსო სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის ფინანსური უზრუნველყოფა, სამინის­ტროს ბიუჯეტის დაგეგმვა და ფორმირება, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი
სახსრებით დამტკი­ცე­ბული გეგმის ფარგლებში საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების დაფინანსების განხორციელება და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენების მდგომარეობის უზრუნველყოფა; სამინისტროში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება; ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს საჭიროებისათვის საქონ­ლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვა და განხორციელება

რ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის სამუშაო პირობების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სამინის­ტროს უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა; დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე, კაპიტალური შეკეთებისა და სარეკო­ნსტრუქციო სამუშაოთა ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა.".

2. დადგენილება ამოქმედდეს 2006 წლის 15 ნოემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი