საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N198

საქართველოს მთავრობის დადგენილება N198
25 ოქტომბერი, 2006

,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის N77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანო­ნის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტე­ბის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბა­მისად ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სა­მი­ნის­ტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავ­რობის 2004 წლის 10 სექტემბრის N77 დადგენილებით დამ­ტკიცებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების (სსმ, 2004 წელი, N99, მუხლი 849) მე-6 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილება ამოქმედდეს ,,საჯარო სამართლის იური­დიული პირის - ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის ლიკვი­დაციის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი