საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N853

ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის `დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ


1. მიღებულ იქნეს ცნობად ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის საქართველოს 2007 სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის `დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელ `დაფინანსების ხელშეკრულებაზე~ ფინანსთა მინისტრის ნ. გილაურისათვის ხელმოწერის უფლებამოსილების მისანიჭებლად აუცილებელი პროცედურების დადგენილი წესით განხორციელება.

 


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი