საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N854

იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის N47 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე


1. `იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის N47 განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:
`11. დამტკიცდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დანართი.
12. ძალადაკარგულად გამოცხადდეს `იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის N489 განკარგულება.

2. განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი და 11 პუნქტით განსაზღვრული პრიორიტეტების საფუძველზე ერთ თვეში შეიმუშაოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი