საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N856

მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობისა და რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოთა შესასრულებლად ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 15.95 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ


1. ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ~ დებულების დამ-ტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის N96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს შპს ,,მარაბდა-კარწახის რკინიგზის წინადადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2008 წლის 3 დეკემბრის N11 სხდომის ოქმი) და მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლო-ბისა და რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოთა შესრულების მიზნით ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბნის (ყოფილი გარისის სატყეო) N16 კვარტალის N3, N4, N6, N7, N8 ლიტერებში, N17 კვარტალის N2, N3, N4 ლიტერებში და N18 კვარტალის N13, N14, N15, N16 ლიტერებში არსებული მიწის ფართობი, სულ 15.95 ჰექტარი ამოირიცხოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი