საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N857

სსიპ _ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობისათვის გადაცემის მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდიდან სატყეო დეპარტამენტის ყოფილ ტერიტორიულ ორგანო `სატყეო დეპარტამენტის საბაზისო სანერგე მეურნეობაზე~ რიცხული 105 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ


1. ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის N96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს სსიპ _ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის წინადადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2008 წლის 3 დეკემბრის N11 სხდომის ოქმი) და სანერგე მასალის გამოყვანის საქმიანობის წარმოების მიზნით 105 ჰექტარი მიწის ფართობი ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან სსიპ _ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობისათვის გადაცემის მიზნით.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი