საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N858

სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემის მიზნით იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 10.0 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ


1. ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ დებულების დამ-ტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის N96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინადადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2008 წლის 3 დეკემბრის N11 სხდომის ოქმი) და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის, კერძოდ: კვალითის სატყეოს N9 კვარტალისა და N10 კვარტალის N10 ლიტერში მდებარე (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) 8.5 ჰა და ყოფილი ალისუბნის სატყეოს N5 კვარტალის N3 ლიტერში მდებარე (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) 1.5 ჰექტარი მიწის ფართობი ამოირიცხოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემის მიზნით.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყონ მათ კომპეტენ-ციაში შემავალი საკითხების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი