საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N859

რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 19 ნოემბრის N784 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად `რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 19 ნოემბრის N784 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ აანაზღაუროს რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ორგანიზებულად ჩასახლების ობიქტების აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრისათვის დასუფთავების, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და წყლის მომსახურების საფასური შესაბამისი მომსახურე ორგანიზაციებიდან წარდგენილი ფაქტობრივი დანახარჯის მიხედვით 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ფარგლებში.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

 


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი