საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N860

,,საქართველოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზიანებული რიგი საჯარო სკოლების უმოკლეს ვადებში რეაბილიტაციის, სასწავლო პროცესის სრულყოფილად და დროულად წარმართვის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 16 ოქტომბრის №671 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე ,,საქართველოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზიანებული რიგი საჯარო სკოლების უმოკლეს ვადებში რეაბილიტაციის, სასწავლო პროცესის სრულყოფილად და დროულად წარმართვის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლა-პარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 16 ოქტომბრის №671 განკარგულებით დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება _ დანართის ტექსტიდან ამოღებულ იქნეს გორის მუნიციპალიტეტის სოფლები: დიცი და ერგნეთი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი კოდა ჩანაცვლდეს სოფე-ლი რუისით და, შესაბამისად, განკარგულების დანართი დამ-ტკიცდეს თანდართული ახალი რედაქციით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი

 

 

 

 

 


საქართველოს მთავრობის
2008 წლის დეკემბრის
#N განკარგულების
დანართი

გორის მუნიციპალიტეტის სოფლები:

ვარიანი
საქაშეთი
ძლევიჯვარი
ყელქცეული
ფხვენისი
ზემო ხვითი
ქვემო ხვითი
ზემო ნიქოზი
ქვემო ნიქოზი
არაშენდა
ქორდი
მერეთი
კარბი
ქერე
ფლავი
ფლავისმანი
მეღვრეკისი
ტირძნისი
ბროწლეთი
თერგვისი
ტყვიავი
კარალეთი
ქვეში
მარანა
შინდისი
ძევერა
შერთული
ქიწნისი
სათემო
გარეჯვარი
აძვი
ქვემო არცევი
არგო.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლები:

დვანი
ტახტისძირი
დირბი
წვერი
ბრეთი
რუისი
ფცა
ღოღეთი
თამარაშენი
ცერონისი
ავლევი
კნოლევი
ატოცი
ბრეძა
აბისი
საციხური
აბანო.