საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N861

საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებათა დაფინანსების შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის N563 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ღონისძიებათა დაფინანსების შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის N563 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფისა და დაზიანებული შენობების აღდგენისათვის `საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებსა და სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოუყოს 176 646 450 (ას სამოცდათექვსმეტი მილიონ ექვსას ორმოცდაექვსი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარი, მათ შორის:
ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას - 5 406 000 (ხუთი მილიონ ოთხას ექვსი ათასი) ლარი;
ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 3 660 750 (სამი მილიონ ექვსას სამოცი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი;
გ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 1 683 000 (ერთი მილიონ ექვსას ოთხმოცდასამი ათასი) ლარი;
დ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 325 000 (სამას ოცდახუთი ათასი) ლარი;
ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 2 602 700 (ორი მილიონ ექვსას ორი ათას შვიდასი) ლარი;
ვ) ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 2 225 900 (ორი მილიონ ორას ოცდახუთი ათას ცხრაასი) ლარი;
ზ) ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას _ 1 541 000 (ერთი მილიონ ხუთას ორმოცდაერთი ათასი) ლარი;
თ) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 12 900 000 (თორმეტი მილიონ ცხრაასი ათასი) ლარი;
ი) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 96 775 000 (ოთხმოცდათექვსმეტი მილიონ შვიდას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;
კ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 1 752 500 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდათორმეტი ათას ხუთასი) ლარი;
ლ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;
მ) კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 100 000 (ასი ათასი) ლარი;
ნ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას - 362 000 (სამას სამოცდაორი ათასი) ლარი;
ო) თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 489 400 (ოთხას ოთხმოცდაცხრა ათას ოთხასი) ლარი;
პ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 623 200 (ექვსას ოცდასამი ათას ორასი) ლარი;
ჟ) თვითმმართველ ქ. ქუთაისის მერიას - 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი;
რ) სსიპ _ მუნიციპალური განვითარების ფონდს - 42 800 000 (ორმოცდაორი მილიონ რვაასი ათასი) ლარი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი