საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N862

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ


1. ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის N22 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 105 200 (ას ხუთი ათას ორასი) ლარი, მათ შორის:

_ N1 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი;
_ N2 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი;
_ N3 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოეყოს 2 400 (ორი ათას ოთხასი) ლარი;
_ N4 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოეყოს 41 600 (ორმოცდაერთი ათას ექვსასი) ლარი;
_ N5 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოს 43 600 (ორმოცდასამი ათას ექვსასი) ლარი;
_ N6 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი;
_ N7 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოეყოს 12 800 (თორმეტი ათას რვაასი) ლარი;
_ N8 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოეყოს 1 200 (ათას ორასი) ლარი;
_ N9 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად ქალაქ თბილისის მერიას გამოეყოს 1 800 (ათას რვაასი) ლარი;

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი