საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N868

ი. ღვალაძის საქართველოს პარლამენტის წევრების კ. ანჯაფარიძისა და მ. ზოდელავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრების კ. ანჯაფარიძისა და მ. ზოდელავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ღვალაძე.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი