საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N869

ბავშვთა კეთილდღეობის 2008-2011 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს ბავშვთა კეთილდღეობის 2008-2011 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა (დანართი N1) და 2008 წლის ღონისძიებათა ნუსხა (დანართი N2).

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. კვიტაშვილი) 2009 წლის 15 აპრილამდე შეიმუშაოს და წარმოადგინოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული გეგმის ღონისძიებები და მოსალოდნელი შედეგები 2009-2011 წლებისათვის.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი