საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N871

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2008-2009) და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ (2008-2009) შეთანხმებების დადების თაობაზე


1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება `გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2008-2009) და `გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ (2008-2009) შეთანხმებების დადების თაობაზე.

2. აღნიშნული შეთანხმებების დადების მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უმოკლეს ვადაში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი პროცედურები.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი