საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N872

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (Kფჭ, მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი, `მიმღები) შორის პროექტის იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების გადაუდებელი რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში დაფინანსების მიზნით დაფინანსების ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ


1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (Kფჭ, მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი, `მიმღები) შორის პროექტის იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების გადაუდებელი რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში დაფინანსების მიზნით დაფინანსების ხელშეკრულების დადების თაობაზე.

2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს თანხმობა, რათა გრანტების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად მიანიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, პროექტის იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების გადაუდებელი რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში დაფინანსების მიზნით საქართველოს სახელით გააფორმოს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (Kფჭ, მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი, მიმღები) შორის 6,000,000.00 ევროს ოდენობის დაფინანსების ხელშეკრულება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.



პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი