საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N873

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (Kფჭ, მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი, `მსესხებელი) შორის ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის II ფაზის დაფინანსების მიზნით 45,000,000.00 მლნ ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულებისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (Kფჭ, მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი, `მიმღები) შორის ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის II ფაზის თანმდევი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით 2,000,000.00 ევროს ოდენობის დაფინანსების ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ


1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (Kფჭ, მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი, `მსესხებელი~) შორის ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის II ფაზის დაფინანსების მიზნით 45,000,000.00 მლნ ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულების და `გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (Kფჭ, მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი, `მიმღები) შორის ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის II ფაზის თანმდევი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, 2,000,000.00 ევროს ოდენობის დაფინანსების ხელშეკრულების დადების თაობაზე.

2. `სახელმწიფო ვალის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს თანხმობა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (Kფჭ, მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი, `მსესხებელი) შორის ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის II ფაზის დაფინანსების მიზნით 45,000,000.00 მლნ ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულების დადების თაობაზე.

3. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს თანხმობა გრანტების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად მიანიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომ საქართველოს სახელით დადოს `გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (Kფჭ, მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი, `მიმღები) შორის ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის II ფაზის თანმდევი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით 2,000,000.00 ევროს ოდენობის დაფინანსების ხელშეკრულება.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.



პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი