საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N874

ესპანეთის სამეფოდან საქართველოს მოქალაქის თედორე ბუკიას ნეშტის გადმოსვენების ხარჯის ანაზღაურების შესახებ

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში 7 000 (შვიდი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარი მიმართოს ესპანეთის სამეფოში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის თედორე ბუკიას საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯის ასანაზღაურებლად.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

 

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი