საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N875

კონგოს რესპუბლიკიდან საქართველოს მოქალაქის ლაშა ახალკაცის ნეშტის გადმოსვენების ხარჯის ანაზღაურების შესახებ

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში 9 500 (ცხრა ათას ხუთასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი მიმართოს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ლაშა ახალკაცის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯის ასანაზღაურებლად.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი