საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N876

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების შესახებ

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში მიმართოს 5 000 (ხუთი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარი მიმდინარე წელს ქ. ბრიუსელში დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით კონფერენციის მონაწილეთა პატივსაცემად გამართულ მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი