საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N885

"სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის" ფარგლებში შერჩეული კომპანიებისათვის სესხების გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის 161 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. "სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის" ფარგლებში შერჩეული კომპანიებისათვის სესხების გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის N161 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. განკარგულებიდან ამოღებულ იქნეს პირველი პუნქტი.

2. განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"3. მე-2 პუნქტში მითითებული სესხით სარგებლობის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვროს 9 პროცენტით.".

მუხლი 2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი