საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N903

ნ. ფრუიძის საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი წერეთლისა და ლაშა თორდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ


1. "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის" 156-ე მუხ-ლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი წერეთლისა და ლაშა თორდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე _ "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინის¬ტრის მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პირველი ვიცე-პრემიერი ნიკა გილაური