საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N904

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს შორის საზღვრის გამმიჯნავი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ

1. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს შორის საზღვრის გამიჯვნის მიზნით შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

დავით იოსელიანი - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

ივანე გელაშვილი - საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიცი-პალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილე

ირაკლი ლეჟავა - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის უფროსი

გიორგი შონვაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე

სერგო წიქარიშვილი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

პაატა ჭიპაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიწის მართვის სამსახურის უფროსი

შალვა ჯავახაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი.

2. კომისიამ ერთ თვეში უზრუნველყოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს შორის არსებულ საზღვართან დაკავშირებული პრობლემური საკითხების შესწავლა და საზღვრის გამიჯვნასთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნის წარდგენა.

3. კომისია საქმიანობას წყვეტს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის წარდგენისთანავე.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პირველი ვიცე-პრემიერი ნიკა გილაური